ბადრი ჯაფარიძე - “ქართული ოცნების“ რადიკალური ფრთა ეწინააღმდეგება პოლიტიკურ მშვიდობას და ოპოზიციასთან შეთანხმებას

"ქართული ოცნების" მხრიდან მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ჩიხშია შესული. ოპოზიცია დიალოგის მაგიდიდან არსად წასულა. ჩვენ მზად ვართ და ვიმყოფებით მოლოდინის რეჟიმში, იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის შიგნით არსებული ბარიერები გადალახოს და საღმა აზრმა გაიმარჯვოს,- ამის შესახებ “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ არის რადიკალური ფრთა, რომელიც ეწინააღმდეგება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, პოლიტიკურ შეთანხმებას და პოლიტიკურ მშვიდობას ქვეყანაში. ბადრი ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ "ქართული ოცნება" გააცნობიერებს შექმნილი კრიზისის სიმწვავეს და დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგიდას.

"იმედი მაქვს „ქართულ ოცნება“ გადადგამს ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ და მოლაპარაკებები განახლდება. ამისთვის, „ქართულმა ოცნებამ“, უნდა გადაწყვიტოს ვადამდელი არჩევნების თარიღი, ან საქართველოს მოქალაქეებს უნდა დაუსვას კითხვა, სურთ თუ არა მათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიანად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ისეთი ადამიანებით, რომელიც არასდროს იკადრებენ იმას, რაც 2020-ის 31 ოქტომბერს ვიხილეთ. "ქართულმა ოცნებამ" უნდა გადასინჯოს საკუთარი მიდგომები და გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევის ფონზე, ეს პარლამენტი ნორმალურ ფუნქციონირებას ვერ შეძლებს",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო