საერთაშორისო ორგანიზაცია "ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის“ NEON-ის მიმდინარე წლის რიგით პირველი შეხვედრა გაიმართა

3 თებერვალს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ეროვნული ენერგოომბუდსმენების ქსელის“ NEON-ის მიმდინარეწლის რიგით პირველი შეხვედრა გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოომბუდსმენის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი გენერალურ შეხვედრას სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ესწრებოდა, რის საფუძველზეც მან მონაწილეობა მიიღო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხმის მიცემის უფლებით.

შეგახსენებთ, რომ NEON ბელგიის კანონმდებლობისა და ევროკავშირში მოქმედი წესების საფუძველზე შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ევროპული ქვეყნების ენერგეტიკის სექტორის უფლებადამცველ სამსახურებს. საქართველოს ენერგოომბუდსმენის სამსახური 2015 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ნეონთან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს