საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 605 ტესტი ჩატარდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 4 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 917 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 688 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 260 480-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.79%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 671 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 251 748-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 240 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 98, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 31, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 466, საიდანაც: 2 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 109, აჭარაში - 184, იმერეთში - 463. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 529 პირი, მათ შორის, თბილისში - 231, აჭარაში - 45, იმერეთში - 133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153 პირი, მათგან თბილისში - 107, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 185 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 848 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 200, ხოლო აჭარაში - 126.

სულ 6 ოქტომბრიდან - 3 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 438 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 963 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 132 პირი, აჭარაში - 759, იმერეთში - 1 541“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

იხილეთ ვიდეო:საქართველოში კორონავირუსის 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი