გიორგი გახარია - შეზღუდვების არაგონივრული, არაფრთხილი, სწრაფი მოხსნა-გაუქმება არის შეზღუდვების თავიდან დაწესების პირდაპირი გზა

შეზღუდვების არაგონივრული, არაფრთხილი, სწრაფი მოხსნა- გაუქმება არის შეზღუდვების თავიდან დაწესების პირდაპირი გზა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ციფრები იმედისმომცემია.

"ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვით, რომ შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების საკითხი გახდებოდა მსჯელობის საგანი, იმ შემთხვევაში თუ პოზიტიური დინამიკა იქნებოდა შენარჩუნებული. დღეს მოგეხსენებათ, რომ ინფიცირების ყოველდღიური დადებითობის მაჩვენებლი ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თამამად და ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო თამამად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანის, რომ წესები დავიცვათ. შეზღუდვების არაგონივრული, არაფრთხილი, სწრაფი მოხსნა- გაუქმება არის შეზღუდვების თავიდან დაწესების პირდაპირი გზა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ის შეზღუდვები, რაც ჩვენ დღეს ინფექციის მართვის თვალსაზრისით გვაქვს, შევინარჩუნოთ, რათა გაზაფხულის ბოლოს ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო თამამად შევუწყოთ ხელი ეკონომიკას და პირველ რიგში ტურიზმს, რომ ამოქმედდეს უფრო ეფექტურად", - განაცხადა გახარიამ.

ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
ქართული პრესის მიმოხილვა 04.03.2021
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
შეფუთვის ვინტაჟური სტილი და ევროპული სტანდარტების ქარხანა - „ვაკე“ 2021 წელს სიახლეებით იწყებს
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან