Independent - საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცნირებული მგზავრებისთვის შეზღუდვა სრულად მოხსნა

ბრიტანული გამოცემა Independent იმ სახელმწიფოების სიას აქვეყნებს, სადაც ვაქცინირებული ტურისტები მოგზაურობას შეძლებენ. საქართველოსთან ერთად Independent-ის სიაში ესტონეთი, რუმინეთი, ისლანდია და კვიპროსი მოხვდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

“პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ტურისტები, რომლებსაც კოვიდ-ვაქცინის სრული კურსი გავლილი აქვთ, ანუ მიღებული აქვთ ორი დოზა, დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოში მოგზაურობას შეძლებენ. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინირებული მგზავრებისთვის საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვები სრულად მოხსნა. თუ ვაქცინირებული ხართ საქართველოში მოგზაურობისთვის თქვენ აღარ დაგჭირდებათ არც წინასწარ და არც ადგილზე ტესტის ჩატარება, არ მოგიწევთ კარანტინის გავლა“,- წერს Independent-ის ჟურნალისტი ჰელენ ქოფი და აღნიშნავს, რომ საქართველოში 1 თებერვლიდან საავიაციო შეზღუდვები მოიხსნა, შედეგად ავიაკომპანიებს ფრენების განახლება შეუძლიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა