21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა, რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, ძალაში რჩება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ძალაში რჩება ასევე შეზღუდვა შაბათ-კვირას, აღდგენილი სერვისების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებითაც.

"8 თებერვლიდან უკვე ქვეყნის მასშტაბით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც იწყებს მუნიციპალური ტრანსპროტი სრულად ფუნქციონირებას, თუმცა, შაბათ-კვირის გარდა. შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება როგორც გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ასევე შაბათ -კვირას არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. გარდა ამისა, 8 თებერვლიდან ღია და დახურული ტიპის ბაზრობების იხსნება. 15 თებერვლიდან კი სამ დიდ ქალაქშიც იქნება სწავლა საკლასო ოთახებში შესაძლებელი. ამდენად, სასკოლო პროცესი მთლიანად იქნება აღდგენილი. თუმცა ასევე მშობლებსა და ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ ონლაინ-სწავლებაც", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა