მაია ცქიტიშვილი - ჩვენ ბიზნესს სანქციების ენით არ ვესაუბრებით, მაგრამ თუ ის იქცევა უპასუხისმგებლოდ, შესაბამისად, დახმარების პასუხისმგებლობა არ აქვს სახელმწიფოს

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თუ ბიზნესი მათთვის დაწესებულ რეგულაციებს გამიზნულად დაარღვევს, მაშინ ის სახელმწიფოს საშეღავათო პროგრამებით ვეღარ ისარგებლებს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენი პასუხისმგებლობა იზრდება ყველა იმ წესის დაცვის მიმართ, რომელიც გვევალება და რომელიც ვირუსის გავრცელების შეჩერებას უზრუნველყოფს. ყველა ის არსებული საჯარიმო სანქცია, რომელიც არის დაწესებული, კვლავ იმოქმედებს. ამ თვალსაზრისით, სანქციებია დაწესებული ბიზნესისთვის როგორც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, ასევე ბიზნესის ფუნქციონირებისთვის, მათ შორის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც გათვალისწინებული, ასეთი მიზანმიმართული განმრეობითი ქმედებისთვის. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ ბიზნესი, რომელსაც ჩვენ ამ ანტიკრიზისული ღონისძიების ფარგლებში ძალიან ინტენსიურად ვეხმარებით, მიზანმიმართულად დაარღვევს განსაკუთრებით იმ რეგულაციებს, რომელსაც ვაწესებთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო აღარ მიიჩნევს თავს ვალდებულად ასეთი ტიპის ბიზნეს რომ დაეხმაროს. ბუნებრივია, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების პარალელურად, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის იქნება ბიზნესი, ეხება რესტორნებსაც, ბაზრობებსაც და სხვა ბიზნესსუბიექტებსაც, მიზანიმიმართულად აიგნორებს შეზღუდვებს, ჩვენი რეაგირება იქნება კანონის ფარგლებში.

ჩვენ ვამბობთ, რომ კანონი მოქმედებს და კანონით გათვალსიწინებული სანქციები იქნება გათვალისწინებული და ამასთან ბიზნეს არ ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ყველა იმ ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული შეღავათებით, სუბსიდირების პროგრამებით. ჩვენ ბიზნესს სანქციების ენით არ ვესაუბრებით, ჩვენ ვთავაზობთ ბიზნეს დამატებით მხარდაჭერას, სუბსიდირებით პაკეტს, ბიზნესი თუ იქცევა უპასუხისმგებლოდ, შესაბამისად, დახმარების პასუხისმგებლობა არ აქვს სახელმწიფოს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო