საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ქვემო ქართლის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 7 სექციას აამოქმედებს

2021 წლის 5 თებერვლიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის შვიდი სექცია ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაცით, სრულად საქართველოს მასშტაბით სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 1185 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

,,1. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 21-ე კილომეტრიდან (ვაზიანის გადასახვევი, მიმართულება საგარეჯო) - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრამდე (გომბორის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ. 2. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი I, მიმართულება საგარეჯო) - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის შესასვლელი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ. 3. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი II, მიმართულება საგარეჯო) - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის შესასვლელი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ. 4. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრიდან (სართიჭალის შესასვლელი, მიმართულება საგარეჯო) - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 35-ე კილომეტრამდე (სართიჭალის გასასვლელი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ. 5. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 35-ე კილომეტრიდან (სართიჭალის შესასვლელი, მიმართულება თბილისი) - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრამდე (სართიჭალის გასასვლელი). ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ. 6. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 33-ე კილომეტრიდან (სართიჭალის გასასვლელი, მიმართულება თბილისი) - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრამდე (გომბორის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ. 7. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 28-ე კილომეტრიდან (გომბორის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) - თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის 21-ე კილომეტრამდე (ვაზიანის გადასახვევი). ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს