დავით ბერძენიშვილი - თითო-ოროლა ოპოზიციონერს შევიყვან პარლამენტში და ამით პრობლემას მოვიხსნი, ეს სირაქლემას პოზაში ყოფნაა, თუ იქ არ არის „ნაცმოძრაობა“, პოლიტიკურად დამშვიდების შესაძლებლობა არ იქნება

სათითაოდ, თითო-ოროლა ოპოზიციონერს შევიყვან პარლამენტში და ამით პრობლემას მოვიხსნი - ეს არის სირაქლემას პოზაში ყოფნა და ინტელექტუალური შეცდომა. რამდენი დეპუტატიც არ უნდა იყოს პარლამენტში თუ იქ არ არის ოპოზიციის ლიდერი, ფლაგმანი „ნაციონალური მოძრაობა“ ეს ნიშნავს, რომ არ იქნება პოლიტიკურად დამშვიდების შესაძლებლობა, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესულ ადამიანებსაც მმართველმა გუნდმა თავად შეუქმნა რთული პირობები და ალეკო ელისაშვილის გარადიკალება დაიწყო, თუმცა მან უნდა დაამტკიცოს რომ „თუ პარლამენტში შევიდა რაღაცის მაქნისია“.

,,ძალიან რთული მდგომარეობა შექმნა ხელისუფლებამ. პრაქტიკულად ოპოზიციას არ დაუტოვა მეტ-ნაკლებად ასატანი არჩევანი. ერთი რამ აშკარაა, რომ ეს პარლამენტი ვერ შედგა და მკვეთრი გაუმჯობესება არც ერთ შემთხვევაში მოსალოდნელი არ არის. მე ყოველთვის ვგულშემატკივრობდი, რომ შეთანხმება შედგეს ხელისუფლებასთან, ჩემთვის არარსებითია კითხვა ვინ და რამდენი ადამიანი შევა პარლამენტში. როდესაც ოპოზიციური ძალების აბსოლუტური უმრავლესობა არ არის წარმოდგენილი, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის პარლამენტში. შექმნილ ვითარებაში კარგი გამოსავალი არ არის, რომც შედგეს შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების ხელახალი გააქტიურებით ეს იქნება ვითარების ნაწილობრივი გამოსწორობა, მაგრამ უარესს აჯობებს. ოპოზიცია სწორად იქცევა, ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე და მათ ძალიან გაწელეს ეს დრო. სათითაოდ, თითო-ოროლას ოპოზიციონერს შევიყვან პარლამენტში და ამით პრობლემას მოვიხსნი - ეს არის სირაქლემას პოზაში ყოფნა და ინტელექტუალური შეცდომა. რამდენი დეპუტატიც არ უნდა იყოს პარლამენტში თუ იქ არ არის ოპოზიციის ლიდერი, ფლაგმანი „ნაციონალური მოძრაობა“ ეს ნიშნავს, რომ არ იქნება პოლიტიკურად დამშვიდების შესაძლებლობა. გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ არცერთი სხვა პარტია, რომელმაც 3%-ის მიდამოებში მიიღო არ ლაპარაკობს ამ პირობებში პარლამენტში შესვლაზე. პარლამენტში შესულ იმ ადამიანებსაც თვითონ შეუქმნეს რთული პირობები. უკვე დაიწყო ალეკო ელისაშვილის გარადიკალება პარლამენტში, ეს ასე ხდება, მან უნდა დაასაბუთოს პარლამენტში რომ შევიდა რომ რაღაცის მაქნისია“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა