გია ვოლსკი - მაკო გომურთან დაკავშირებით, თუ ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით ყურად უნდა იღოს მისი განცხადება

მაკო გომურთან დაკავშირებით, თუ ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით ყურად უნდა იღოს ეს განცხადება,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მაკო გომურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები და ყველაფერი გააკეთოს მაკო გომურისთვის.

"მაკო გომურთან დაკავშირებით, თუ ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებით ყურად უნდა იღოს ეს განცხადება და თუ ნაბიჯები არ არის გადადგმული, რასაკვირველია უნდა გააკეთონ ყველაფერი, რადგან ეს არის ადამიანი რომელიც საზოგადოების ყველა ნაწილს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს, ძალიან დიდ ტკივილად მიჰყვება ცხოვრების ბოლომდე. მე პირადად ჩემი ცხოვრების ძალიან ცუდ ნაწილად მიმაჩნია ეს ფაქტი, რაც მაკო გომურს დაემართა, თუმცა, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა მაქვს, იმისგან განსხვავებული რაც აქვს “ნაცმოძრაობას,"-განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მაკო გომურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია გართულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო