დავით გარეჯის საკითხზე დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საკითხზე პარლამენტის ყოფილი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ლორთქიფანიძემ გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო უწყებას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას. კერძოდ, ლორთქიფანიძის განმარტებით, მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში დაცული საარქივო მასალა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ განადგურდა.

"საკითხი, რომელიც უკავშირდება მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში არსებული დაცული საარქივო მასალის განადგურებას , ასევე მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობა დავით კეზერაშვილის უშუალო ბრძანებით იქნა გატანილი და განადგურებული. ოქმი, რომლითაც განსაზღვრული იყო დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ეროვნულ დონეზე მუშაობა, ათვლის წერტილად მიიჩნევდა 1938 წლის 13 ივნისს თბილისში მხარეების მიერ ხელმოწერილი ოქმით განსაზღვრულ რუკას. გამომდინარე იქიდან, რომ 1938 წლის რუკის განადგურების მიზნით ჩატარებულია გარკვეული ღონისძიებები, არსებობს ეჭვის დასაბუთებული ვარაუდი იმისთვის, რომ კვალს მივყავართ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირებამდე,“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი