ლევან იოსელიანი - ეროვნული და ყველანაირი შერიგების მომხრე ვარ, რაც ოპოზიციას წაადგება იმისათვის, რომ პარლამენტში იყოს წარმოდგენილი

მომხრე ვარ იმ ეროვნული და ყველანაირი შერიგების, რომელიც ოპოზიციას წაადგება იმისათვის, რომ პარლამენტში იყოს წარმოდგენილი და აქ გაძლიერდეს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე ისაუბრა მემორანდუმზე, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა. მის თქმით, თუ ვინმეს აქვს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით უკეთესი წინადადება, შეუძლია შეუერთდეს.

„ეს არის შეთანხმება, რომელიც გაკეთდა მათთან ერთად და გულისხმობს იმას, რომ ოპოზიციური პარტია თუ შემოვა პარლამენტში, მას ეყოლება წარმომადგენელი ცესკო-ში, რაც სრულიად ლოგიკურია. ამ საკითხში ძალიან თანმიმდევრული ვარ. იცით, რომ წინააღმდეგი ვიყავი დაფინანსება აეღოთ ოპოზიციურ პარტიებს, თუ პარლამენტში არ შემოვიდოდნენ, აეღოთ ხელფასები. ეს არის მემორანდუმი, რომელიც მთლიანადა ასახავს ფასილიტატორებთან ოპოზიციის მუშაობის შედეგს. თუ ვინმეს აქვს უკეთესი წინადადება, უკეთეს განზრახვა, ეს არის ღია დოკუმენტი, შეუძლიათ მოვიდნენ, შემოურთდნენ, ხელი მოაწერონ და მის გაუმჯობესებაზე იმუშაონ. მე მხოლოდ მივესალმები. ეს არ არის რაღაც კანონი, რომელიც ვერ შეიცვლება. ჩვენი კრიტიკის ნაცვლად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს დოკუმენტი გახადონ კიდევ უფრო უკეთესი, თუ ეს უნდათ. იმიტომ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვერ გააკეთა ვერავინ, ჩვენ გავბედეთ, დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, პარლამენტში მოვიტანეთ და დღეს ვიწყებთ ამ დოკუმენტზე მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციაში განხეთქილების მომხრე არ არის.

„მე, ზოგადად, ოპოზიციაში ამდაგვარი კინკლაობის და განხეთქილების მომხრე არ ვარ. მზად ვარ ყველასთან ვისაუბრო, მათ შორის , ამ დოკუმენტზე და სხვა საკითხებზეც. ლაპარაკზე უარი არავისთვის მითქვამს, პირიქით მოხდა ეს. თუმცა, ამის მიუხედავად, მომხრე ვარ იმ ეროვნული შერიგების და ყველანაირი შერიგების, რომელიც ოპოზიციას წაადგება იმისათვის, რომ პარლამენტში იყოს წარმოდგენილი და აქ გაძლიერდეს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ტესტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს