მოქმედი მედიატორების განგრძობადი პროფესიული განათლების სავალდებულო სისტემა 2022 წლიდან დაინერგება

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ 2020-2025 წწ სტრატეგიული განვითარების გეგმის თანახმად, მოქმედი მედიატორების განგრძობადი პროფესიული განათლების სავალდებულო სისტემა 2022 წლიდან დაინერგება. ამის შესახებ ინფორმაციას მედიატორთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში მხარს უჭერს მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების სავალდებულო სისტემის დანერგვას საქართველოში. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია როგორც მედიატორთა პროფესიის, ასევე მოსამართლის და ადვოკატის პროფესიების, საერთაშორისო ექსპერტის და ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი წარმატებების უსურვებს მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების სამუშაო ჯგუფს და აღნიშნულ კიდევ ერთ ინიციატივას მედიატორის პროფესიის ქვეყანაში დანერგვის და ნდობის მოპოვების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობად მიიჩნევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა