მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია უკვე პოლიტიკური გვამი გახდა, ის ფიზიკური მკვლელობებიდან პოლიტიკური მკვლელობების მცდელობაზე გადავიდა

მიხეილ სააკაშვილი ფიზიკური მკვლელობებიდან გადავიდა პოლიტიკური მკვლელობების მცდელობაზე,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, რადგან "დიდი ხანია ის პოლიტიკური გვამი გახდა".

"ბულინგი იყო აქამდე, ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა, ბულინგზე მეტი, სანამ მას შეეძლო, ფიზიკურად კლავდა ადამიანებს და ახლა მოინდომა, რომ პოლიტიკურად მოკლას, რადგან ფიზიკურად მოკვლის საშუალება აღარ აქვს. დაანებონ ამ გვამების ხსენებას თავი და რეალობაზე იფიქრონ. მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, არ მინდოდა, თავად რომ არ ეთქვა და თქვენ არ მოგეყოლათ ამ სიტყვის გამოყენება - ის დიდი ხანია უკვე პოლიტიკური გვამი გახდა, ამ სიტყვას აღარ გამოვიყენებ, რადგან წარმოუდგენელი ტერმინოლოგიაა, მხოლოდ მას შეუძლია თქვას, უბრალოდ საპასუხოდ ვამბობ - ფიზიკური მკვლელობებიდან გადავიდა პოლიტიკური მკვლელობების მცდელობაზე. მე მგონია, რომ მისი სიტყვები აღარ უნდა გავიმეოროთ, არც საკუთარ თავს და არც საზოგადოებას აღარ ვკადროთ ასეთი რამ,"- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, გარდა ოთხი გვამისა".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა