ლევან თარხნიშვილი - „ქართული ოცნებისგან“ ახალ, ადეკვატურ შეთავაზებებს ველოდებით და მხოლოდ ამ შემთხვევაში განახლდება მოლაპარაკებები

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ადეკვტურ შეთავაზებებს წარადგენს.

ლევან თარხნიშვილის თქმით პარტია „მოქალაქეებსა“ და მმართველ გუნდს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე სრულიად ოპოზიციამ უარი განაცხადა.

„ეს ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებაზე და რომელზეც უარი უთხრა მთლიანად ოპოზიციამ. შესაბამისად, რატომ უნდა დავუბრუნდეთ ამ დოკუმენტს, აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენ ველით ახალ, ადეკვტურ შეთავაზებებს „ქართული ოცნებისგან“ და მხოლოდ ამ შემთხვევაში განახლდება მოლაპარაკებები“, - განაცხადა თარხნშვილმა.

რაც შეეხება ინიციატივას საპარლამენტო არჩევნების დროიებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, თარხნიშვილის თქმით, ოპოზიცია არ აღიარებს მე-10 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციას და არ აპირებს ამ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას.

„ევროპულმა საქართველომ“ და მთლიანად ოპოზიციამ არაერთხელ დააფიქსირა თავის პოზიცია ამ პარლამენტის მიმართ და 2020 წლის არჩევნების მიმართ. ჩვენ მივიჩნევთ,რომ ეს არჩევნები არ გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობის აზრს. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც ეს პარლამენტი ქმნის რაღაც კომისიას, რომელმაც თავისივე თავის დანაშაული უნდა გამოიძიოს. „ევროპული საქართველო“ და მთლიანად ოპოზიცია არ აპირებს არც პარლამენტში შესვლას და არც ამ კომისიაში მონაწილეობის მიღებას. რას გააკეთებს ბატონი ელისაშვილი, ეს მისი საქმეა“, - განაცხადა თარხნიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა