"ლელოს" ლიდერებმა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და სამართლებრივი დახმარება შესთავაზეს

"ლელოს" ლიდერებმა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შაბათს დაგეგმილ აქციაში სოლიდარობა გამოუცხადეს და სამართლებრივი დახმარება შესთავაზეს. ამის შესახებ დღეს "ლელოს" ლიდერებმა გიგლა მიქაუტაძემ, თორნიკე ართქმელაძემ და გიორგი სიორიძემ ბრიფინგი გამართეს.

თორნიკე ართქმელიძის თქმით, „ლელოს“ პოზიცია ყოველთვის გამომდინარეობდა საზოგადობრივი ინტერესებიდან და ადამიანების ჯანმრთელობა იყო და არის პარტიის მთავარი პრიორიტეტი.

"თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „კოვიდ19“-მა მთელი მსოფლიო წარმოუდგენელი მასშტაბის კრიზისის წინაშე დააყენა. ცხადია, ეს კრიზისი საქართველოსნაირი განვითარების დონის ქვეყნებისთვის გამორჩეულად მწვავეა. შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა გაკოტრების პირას მიიყვანა არაერთი ბიზნესი. სამწუხაროდ, მთავრობამ არ შეისმინა ცალკეული ბიზნესსეგმენტების პოზიციები, რამაც ამ უკანასკნელთა მხრიდან რადიკალური ზომების მიღების გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. „ლელოს“ პოზიცია ყოველთვის გამომდინარეობდა საზოგადოებრივი ინტერესებიდან და ადამიანების ჯანმრთელობა იყო და არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი. თუმცა, მთავრობისაგან განსხვავებით, ასევე კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კოლაფსის პირას მდგარი ეკონომიკისთვის რაციონალური და სამართლებრივად გამართული რეგულაციების არსებობა. „ლელოს“ არასდროს მოუწოდებია მოქმედი შეზღუდვების დარღვევისკენ, მიუხედავად გარემოებისა, რომ მათ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევდა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ცალკეული ბიზნესსეგმენტები მიიღებენ გაბედულ გადაწყვეტილებას და წავლენ რადიკალური გზით, „ლელოს“ იურისტების გუნდი მზადაა გაუწიოს მეწარმეებს სრულფასოვანი და კვალიფიციური იურიდიული დახმარება, დაიცვან მათი ინტერესები, იქნება ეს საერთო სასამართლოებში თუ საკონსტიტუციო სასამართლოში", - განაცხადა ართმელიძემ.

ამასთან, გიორგი სიორიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებრივი განწყობებით მანიპულაციის გზა არჩია და „ეპიდემიის ეფექტურად მართვის“ სარჩულით შექმნა კონსტიტუციის მიღმა არსებული სივრცე.

„ლელო საქართველოსთვის“ იყო პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც გასული წლის გაზაფხულზე ხელისუფლებას საგანგებო ზომების მიღებისაკენ მოუწოდა და კრიზისის დაძლევისა და პრევენციის საქმეში თანამშრომლობა შესთავაზა. ეპიდემიასთან ბრძოლა მოითხოვს მკაცრი ზომების გატარებას და ეს ზომები, როგორც წესი, კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვაში გამოიხატება. ამგვარი შეზღუდვებისთვის კონსტიტუცია მოითხოვს პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმაციის ძალიან მაღალ დონეს. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებრივი განწყობებით მანიპულაციის გზა არჩია და „ეპიდემიის ეფექტურად მართვის“ სარჩულით შექმნა კონსტიტუციის მიღმა არსებული სივრცე, რომელშიც თავისი შეხედულებისამებრ აწესებს უმძიმეს შეზღუდვებს, რაც ძირს უთხრის საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა არაერთი, მათ შორის „ლელოს“ სარჩელიც, თუმცა სამწუხაროდ კონკრეტული შედეგი ამ სამართლებრივ მექანიზმებს არ მოჰყოლია. ეს სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს თვითნებობა, რომელიც საქართველოს მთავრობის პრაქტიკულად ყველა ნაბიჯში გამოიხატება. ამიტომაც, იქ, სადაც ჩვენი სახელმწიფოებრივი მშენებლობა და ეკონომიკური განვითარება ამას მოითხოვს, „ლელო“ ყოველთვის იქნება ბრძოლის წინა ხაზზე", - განაცხადა სიორიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა