თეა წულუკიანი - ელისაშვილს აქვს შესაძლებლობა, იყოს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეც კი და უარს ამბობს, რადგან ამის „ნაცმოძრაობის“ გარეშე გაკეთება არ უნდა

ბატონ ელისაშვილს აქვს შესაძლებლობა, იყოს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეც კი, და ამბობს უარს, რადგან ამის „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გაკეთება არ უნდა, - ამის შესახებ ჟურნალუსტებს დეპუტატმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამაში ტრაგედია არ არის, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას ექნება.

"თუკი ელისაშვილი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე საგამოძიებო კომისიაში მონაწილრობას აზრი არა აქვს, ეს უცნაურია კაცისგან, რომელიც წლებია აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მხოლოდ ომ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ “პატრიოტთა ალიანსი”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მიიღებს მის მუშაობაში მონაწილეობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო