გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის პარლამენტში შექმნილ საგამოძიები კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისი თქმით, კომისია "ქართული ოცნების" მიერ არის შექმნილი და ამით სურთ საკუთარი პოზიციები გაამართლონ.

"ჩვენ ამ კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს კომისია არის შექმნილი, ფაქტობრივად "ქართული ოცნების" მიერ და მათ უნდათ, შექმნან ხელოვნური პროცესი, რითაც საკუთარ პოზიციებს გაამართლებენ. ვფიქრობ, საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამის არაერთი ფაქტი გვაქვს წარდგენილი. ამ ტიპის სამუშაო პროცესში მონაწილოებას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ბოიკოტს ვუცხადებთ პარლამენტს, რომელიც საქართველოში არალეგიტიმურია”, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო