7 თებერვლიდან სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ავტობუსის ზოლში გადავა, დაჯარიმდება

ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 7 თებერვლიდან ავტობუსის ზოლში გადაადგილების შეზღუდვა სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის კვლავ ამოქმედდება. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული წესის დარღვევისთვის დაჯარიმების ისეთივე წესი იმოქმედებს, როგორც აქამდე იყო.

“დაშვებული გვქონდა ავტობუსის ზოლში მუშაობა. კვირას, 7 თებერვლიდან ეს შეზღუდვა უკვე ამოქმედდება და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ავტობუსის ზოლში გადავა, დაჯარიმდება ისეთივე წესით, როგორც აქამდე ხდებოდა”,- განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.

იხილეთ ვიდეო:7 თებერვლიდან სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ავტობუსის ზოლში გადავა, დაჯარიმდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა