ვახტანგ კალოიანი - მაკო გომურის შემთხვევა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისათვის მორალური ტესტია

“ევროპული საქართველოს” წევრის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებული, მაკო გომურის შემთხვევა “ქართული ოცნებისთვის” მორალური ტესტია.

“ის უპასუხისმგებლობა დ აბსოლუტურად უწესო დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ხელისუფლებამ ამხელა პრობლემები შეუქმნა ჯანმრთელობის, ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

სახელმწიფო ვალდებულია მისი მოქალაქე მაქსიმალურად დაიცვას და ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მინიმალურად მაინც დაუბრუნდეს მის ძველ მდგომარეობას,” - განაცხადა კალოიანმა.

შეგახსენებთ, მაკო გომურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია გართულდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს