არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სულ მალე პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სულ მალე პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნება.

ამის თაობაზე თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც საუბარი პარლამენტის ეთიკის საბჭოს ფორმირების საკითხთან დაკავშირებით შედგა. კერძოდ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ეთიკის საბჭოს შექმნის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ საბჭოს ორი თანათავმჯდომარე უნდა ჰყავდეს, რომელთაგან ერთი - უმრავლესობიდან, ხოლო ერთი ოპოზიციური ფრაქციიდან უნდა იყოს წარდგენილი. იმის გათვალისწინებით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია არ არსებობს, ქადაგიშვილმა საბჭოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

ქადაგიშვილს არჩილ თალაკვაძემ უპასუხა.

“შეგვიძლია ასეც გავაკეთოთ, თუმცა შეგვიძლია დაველოდოთ, როდესაც სულ მალე ოპოზიციაში ფრაქცია შეიქმნება. შესაბამისად, თავის კანდიდატურას ფრაქცია დაასახელებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, იმ მიზნით, რომ პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესულ ცალკეულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დაკავება შესძლებოდათ, მმართველმა გუნდმა რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შეიტანა, რაც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის მოქმედებს.

ცვლილებები არ შეხებია ფრაქციის ფორმირების საკითხს - ფრაქციის შექმნას სულ მცირე შვიდი დეპუტატის გაერთიანება სჭირდება.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა