კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა მობილობას აცხადებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა მობილობას აცხადებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” უნივერსიტეტიდან აცნობეს, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობა 8 თებერვლის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

“სტუდენტთა მობილობას სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც (CIU) აცხადებს. CIU სტუდენტებს მნიშვნელოვან უპირატესობებს სთავაზობს. მათ შორისაა სწავლის საფასურის 100%, 50% და 20%-იანი სემესტრული სტიპენდია; 20%-იანი დაფინანსება ოქროს მედალზე, ხოლო ვერცხლის მედალზე კი - 10%-იანი დაფინანსება. განსხვავებული დაფინანსების სისტემა მოქმედებს სამაგისტრო პროგრამებზეც. ამ მიმართულებით მობილობის შემთხვევაში, თუკი მაგისტრანტს საბაკალავრო საფეხური დასრულებული აქვს 3.5 და მეტ GPA-ზე, კსუ-ში სწავლას 50%-იანი შიდა გრანტით გააგრძელებს. რაც შეეხება გადახდებს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს მათზე ინდივიდუალურად მორგებულ გრაფიკს სთავაზობს. აქტიური სასწავლო პროცესის პარალელურად, სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ თანამედროვე სტუდენტური სივრცეებითა და სხვადასხვა სპორტული, კულტურული თუ ინტელექტუალური კლუბებით. „სტუდენტებისთვის CIU-ში შექმნილია საუკეთესო გარემო იმისთვის, რომ სტუდენტმა მიიღოს არამხოლოდ თავისი სპეციალობის შესაბამისი განათლება, არამედ - დაკავდეს პიროვნული განვითარებით. სტუდენტების მენტორი; კარიერული განვითარების სამსახური, სტუდენტური კლუბები, პრაქტიკოსი ლექტორები, თანამედროვე ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები - ეს ყველაფერი CIU-ს თითოეული სტუდენტისთვის ერთ დიდ ოჯახად აქცევს“ - აცხადებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია.

“მობილობა გამოცხადებულია როგორც საბაკალავრო და ერთსაფეხურიან ისე - სამაგისტრო პროგრამებზე, ხუთ ფაკულტეტზე, ესენია: მედიცინის, სოციალურ მეცნიერებათა, სამართლის, მევენახეობა-მეღვინეობის და ბიზნესის ფაკულტეტები.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობაზე განაცხადის შესატანად საჭიროა რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე students.emis.ge-ზე, სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 10 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები.

მობილობის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებგვერდს: https://bit.ly/3rs7QUr “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო