გიორგი კახიანის შეფასებით, არჩევნებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარის თქმით ოპოზიცია საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენს

ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატის გიორგი კახიანის შეფასებით, 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარის თქმით ოპოზიცია საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენს.

როგორც კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნებისმიერ ოპოზიციონერს, ვისაც პარლამენტის წევრის სტატუსი აქვს, საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვა შეუძლია.

“გარედან იმაზე საუბარს, რომ არჩევნები გაყალბდა, კეთილი ინებონ, შემობრძანდნენ პარლამენტში და კომისიაში ვიმსჯელოთ. დასვან ნებისმიერი კითხვა, რაც მათ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გააჩნიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენენ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ჩვენ ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისთვის მზად ვართ, მაგრამ მათ საკუთარი პოზიციების სისუსტე ძალიან კარგად იციან. იციან, რომ საკუთარ პოზიციაში მართალი არ არიან, ამიტომ დებატებში შემოსვლას და საერთო მაგიდასთან დაჯდომას თავს არიდებენ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს