კახა კალაძე - ადამიანი თუ შეეცდება პირბადის გარეშე იმგზავროს, ავტობუსი არ გადაადგილდება და საპატრულო პოლიცია იქნება გამოძახებული

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ რომელიმე ადამიანი შეეცდება, პირბადის გარეშე გადაადგილდეს, მაგალითად, ავტობუსით, ასეთ შემთხვევაში, ტრანსპორტი არ გადაადგილდება და ადგილზე საპატრულო პოლიციას გამოიძახებენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

„ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდეს. რაც შეეხება რეგულაციებს, დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეტროში, ავტობუსსა და მიკროავტობუსში პირბადეებით ვისარგებლოთ. კონტროლი იქნება ისეთი, როგორც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობის დროს იყო. ადამიანი, რომელიც შეეცდება, პირბადის გარეშე იმგზავროს ავტობუსით, ავტობუსი არ გადაადგილდება და გამოძახებული იქნება საპატრულო პოლიცია. ტრანსპორტი შაბათ-კვირას გაჩერდება“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები)გარდა შაბათ-კვირისა.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა