კახა კალაძის განცხადებით, მაკო გომური სახელმწიფოს მხრიდან თანადგომისა და მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომური სახელმწიფოს მხრიდან თანადგომისა და მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვისაც სახელმწიფოს დახმარება ესაჭიროება, ხელისუფლება ყურადღების მიღმა არავის დატოვებს.

„არავინ დარჩება ყურადღების მიღმა. არც მაკო გომური და არც სხვა ადამიანები, ვინც სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას და მხარდაჭერას საჭიროებენ, არავინ დარჩება ყურადღების მიღმა, ამის გარანტიას გაძლევთ“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მაკო გომურმა 20 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს, თვალი დაკარგა. შეგახსენებთ, მაკო გომურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია გართულდა.

იხილეთ ვიდეო:მაკო გომურთან კომუნიკაციისთვის ჯანდაცვის მინისტრი მზადაა, თბილისის მერის თქმით კი გომური მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა