სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესაბამისი უწყებები რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგს შეიმუშავებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს, რა რეფორმები შეიძლება განხორციელდეს რკინიგზის შემდგომი კორპორატიზაციის მიმართულებით. საუბარი შეეხო კომპანიაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს, ასევე შეჯამდა გასული წლის შედეგები. აღინიშნა, რომ საქართველოს რკინიგზას აქვს ბევრი რესურსი, რათა მუშაობის ეფექტურობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

ამ მიზნით, შესაბამისი უწყებები, პრემიერ-მინისტრის დავალებით, რკინიგზის კორპორატიზაციისა და რეფორმირების დღის წესრიგს შეიმუშავებენ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოების მართვის დაახლოებას კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმისა და პრივატიზაციის დაჩქარების გეგმის ფარგლებში, მსგავსი ტიპის შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფიც, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ხელმძღვანელობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა