მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შშმ პირთა უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო დოკუმენტის სავალდებულოდ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის სავალდებულოდ აღიარების საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდუალურად მიმართონ გაეროს კომიტეტს და საკუთარი უფლებები საერთაშორისო დონეზეც დაიცვან.

„ეს არის შშმ პირების უფლებების დაცვისა და მათთვის ღირსეული გარემოს შექმნისათვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. ფაკულტატური ოქმის რატიფიკაციის პროცესი საქართველოს პარლამენტის მიერ დასრულდება,“ - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების რეალიზაციას, კონვენციით და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებული პრინციპებისა და ღირებულებების სრულფასოვან იმპლემენტაციას.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება.

კომიტეტი უფლებამოსილია, განიხილოს წევრი სახელმწიფოებიდან განხორციელებული ინდივიდუალური მიმართვები, ჩაატაროს გამოკითხვის პროცედურები, განიხილოს ქვეყნების პერიოდული ანგარიშები და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები.

იხილეთ ვიდეო:მთავრობამ, შშმ პირთა უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო დოკუმენტის სავალდებულოდ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი