ნიკოლოზ სამხარაძე კარლ ჰარცელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაცხადებულ ამბიციურ სამომავლო გეგმას, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა განახორციელებს რეფორმებს და შეასრულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. შეხვედრისას საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არსებულ ძალიან მძიმე ვითარებას.

ნიკოლოზ სამხარაძემ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ასევე, მსოფლიოს მასშტაბით, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. შეხვედრისას, ხაზი გაესვა ევროკავშირის მისიის როლს პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებაში.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის დაგეგმილ საარჩევნო რეფორმაზე. შეხვედრაზე, მხარეებმა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები, შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევები და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს. ევროკავშირის ელჩთან გამართულ შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა