ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აბდულა ალ-მუტაირთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მზარდი დინამიკა დადებითად შეაფასა.

"მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახლო მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა