გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 თებერვალს, 10:30-დან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფლებში: გიორგიწმინდა, გლდანი, ხოლო 12:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი, თხინვალა, მსხალდიდი, ლისი, ზემო ლისი, ქვემო ლისი. 11:30-სან 16:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ თიანეთის რაიონის სოფლებს ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი, გუდანელები, ხევსურთსოფელი.

12:00-სან 15:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს ქ. დუშეთში რუსთაველის, ფარნავაზის, იოსელიანის, მწითურის, ტაბიძის, ერისთავის, მ. კოსტავას, არაგვისპირელის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი, მთვარელიანი.

15:30-სან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს დაბა სტეფენწმინდაში და სოფლებში სიონი, გარბანი, გორისციხე, არშა, ფხელშე, ვარდისუბანი, ხურთისი, ტყარშეტი, ფანშეტი, გველეთი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა