დავით სონღულაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელს ნატალია ბერუაშვილს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ ხელმძღვანელს ნატალია ბერუაშვილს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები, ასევე ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც სამომავლოდ სხვადასხვა სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

"შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა USAID-ის წარმომადგენლებს კომიტეტის მიმდინარე საქმიანობა და პრიორიტეტები გააცნო. გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებებიც, რაზეც მომავალში კომიტეტი და „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“ აქტიურად ითანამშრომლებენ.

"USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“ 5- წლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას ეკონომიკური მმართველობის გასაუმჯობესებლად. სისტემურ მიდგომაზე დაყრდნობით, პროგრამა ეხმარება საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობათა გაძლიერებას ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესების მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო