ვაჟა სირაძე ფოთში მომხდარ მკვლელობაზე - ცხელ კვალზე გატარებული ღონისძიებების შედეგად, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი დაკავებულია, მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები

ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

“ფაქტზე დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით. შსს- ის თანამშრომლების მიერ ცხელ კვალზე მყისიერად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია და მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

შსს 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვახდენთ დანაშაულის პრევენციას.

კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთდა, არის საჯარო სტატისტიკა სადაც კარგად არის ასახული დანაშუალის შემცირება,"- განაცხადა სირაძემ.

შეგახსენებთ, ფოთში 45 წლამდე მამაკაცს, საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა