ვატო სურგულაძე - ჯერჯერობით ვაქცინებზე დაპირებებია, არ მუშაობენ - დიახ, ღარიბი ქვეყანა ვართ, უნდა ვიაროთ, სადაც შეგვიძლია ვიმათხოვროთ, სადაც ფულია გადასახდელი, უნდა გადავიხადოთ და დროულად შემოვიტანოთ

ჯანდაცვის ექსპერტი, „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველომ კორონავირუსზე სრულყოფილი ვაქცინაციის ჩატარება 2022 წლის ზაფხულამდე ვერ შეძლოს.

როგორც სურგულაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ დაპირებებია და ვაქცინის მისაღებად რეალურად არ მუშაობენ.

„ასე თუ გავაგრძელეთ მუშაობა, როგორც ახლა ვმუშაობთ, 2022 წლის დაახლოებით ივნისი-ივლისისთვის ჩავატარებთ იმ ღონისძიებებს, რომელიც ვაქცინაციას ეხება.

ჯერჯერობით არის დაპირებები. არ მუშაობენ. არ იმუშავა ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა. დიახ, ერთი ღარიბი ქვეყანა ვართ, უნდა ვიაროთ, სადაც შეგვიძლია ვიმათხოვროთ, სადაც ფულია გადასახდელი, უნდა გადავიხადოთ თანხა და დროულად შემოვიტანოთ ვაქცინა“,- განაცხადა სურგულაძემ.

კითხვაზე, იმის შესახებ, რომ მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ვაქცინის მისაღებად მუშაობა მიმდინარეობს, სურგულაძე ამბობს, რომ ამის დამადასტურებელი არაფერი ჩანს.

„ამბობენ, მარტში მივიღებთ 180 ათასიდან 300 ათასამდე რაოდენობის ვაქცინასო. 180 ათასი საერთოდ სხვა რიცხვია და 300 ათასი სხვა. ისიც არ გვაქვს გამიჯნული, რა რაოდენობას მივიღებთ პრაქტიკულად ერთ თვეში. ვერ შევაფასებ მათ მუშაობას, სანამ არ დავინახავ, როგორ ტარდება ვაქცინაცია. ვაქცინაცია მხოლოდ ვაქცინების მიღება არ არის, აქ არის გადამზადება, ლოჯისტიკა, მიწოდება, ანგარიშგება, გართულებებთან მუშაობა. საკმაოდ რთული ლოჯისტიკური პროცესია“,- განაცხადა ვატო სურგულაძემ.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ რეგულაციებს, ვატო სურგულაძე ამბობს, რომ „თუ არსებული ვითარება გაგრძელდა, უფრო დიდ პრობლემებში ჩავვარდებით და გამოსვლა ძალიან რთული იქნება“.

„თუ ვაკეთებთ ისე გავაკეთოთ, რომ ნაკლები პრობლემები იყოს. საკომენდანტო საათიც უნდა მოხსნან. ასევე უნდა გახსნან რესტორნები და ზამთრის კურორტები. ზამთრის კურორტები და რესტორნების არგახსნა ყოველდღიურად საკმაოდ დიდი ზარალია“,- განაცხადა სურგულაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა