ამირან გამყრელიძე - დამტკიცების ფაზაშია ახალი „პისიარ“ რეაგენტები, რომლებიც ახალი შტამების იდენტიფიცირებას ახდენს და უკვე შევუკვეთეთ

დამტკიცების ფაზაშია ახალი „პისიარ“ რეაგენტები, რომლებიც ახალი შტამების იდენტიფიცირებას ახდენს და უკვე დაკვეთილი გვაქვს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი შტამების გამოჩენა დიაგნოსტიკური პროტოკოლების შეცვლის საჭიროებას გამოიწვევს.

"მოგეხსენებათ, გენეტიკურ სეკვენირებაზე დაგვჭირდა ორი კვირა, მაგრამ ახლა უკვე გამოდის, დამტკიცების ფაზაშია ახალი „პისიარ“ რეაგენტები, რომლებიც ამ შტამების იდენტიფიცირებას ახდენენ და უკვე დაკვეთილი გვაქვს, რომ ჩვენც ვიყიდოთ. ამიტომ მუტაცია რომ განიცადა, ამას დიაგნოსტიკური პროტოკოლების შეცვლა დასჭირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:დამტკიცების ფაზაშია ახალი "პისიარ" რეაგენტები, რომლებიც ახალი შტამების იდენტიფიცირებას ახდენს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა