ამირან გამყრელიძე - კვლევაშია ერთი შემთხვევა, სადაც შესაძლებელია, იყოს რეინფიცირება

დღეს კვლევაშია კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც შესაძლებელია, რომ იყოს რეინფიცირება, დანარჩენი შემთხვევები ლაბორატორიის, ეპიდემიოლოგების მიერ არის უკუგდებული,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა რეინფიცირებასთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული შემთხვევის კვლევა მიმდინარეობდა.

"აქედან უმრავლესობა იქნა უარყოფილი, რადგან რეინფიცირება მარტო იმით არ დგინდება, რომ გაზაფხულზე იყო კოვიდი და ახლა კიდევ არის, ამას სჭირდება გენეტიკური კვლევა, რამდენად სხვადასხვა შტამით იყო ეს კოვიდი გამოწვეული. დღეს კვლევაშია კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც შესაძლებელია, რომ იყოს, დანარჩენი შემთხვევები ლაბორატორიის, ეპიდემიოლოგების მიერ არის უკუგდებული.

მოგეხსენებათ, გარდა ძირითადი შტამისა, ოცამდე შტამი იქნა დაფიქსირებული ერთი წლის განმავლობაში. რესპირაციულ ვირუსებს ხშირი მუტაციები ახასიათებთ, მაგრამ საბედნიეროდ ეს მუტაციები რაც ხდებოდა, არ ახდენდა დიდ გავლენას, გარდა ბრიტანულისა, რომელმაც ოდნავ გადამდებლობაზე და ასაკზე მოახდინა გავლენა, მაგრამ სიკვდილიანობაზე არ მოახდინა. ასევე ვაქცინები, რომელიც დღეს ხმარებაშია ფარავენ დღეს არსებულ მუტაციებს. ჩვენ ვებრძვით ვირუსს, გვინდა დავძლიოთ. ვაქცინა შეიქმნა, წამლები გამოჩნდება, არსებობს უკვე რამდენიმე ამერიკული, გერმანული კომპანიის, არ მინდა დავასახელო. ახლა, დღეს გვქონდა საუბარი ახალი წამალია სამხრეთ კორეის კოვიდის სამკურნალოდ, მაგრამ ეს ვირუსიც აქეთ გიძალიანდება, იცვლის თავის გენეტიკურ შენებას, ვინ მოიგებს ამ ბრძოლას, ვნახოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა