მაია ცქიტიშვილი - ყველა დაწესებული შეზღუდვა ვირუსის მართვისა და გავრცელების შეკავებისთვის აუცილებელია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ქვეყანაში შექმნილი ფსიქოლოგიური ფონის კარგად ესმის, მაგრამ ყველა დაწესებული შეზღუდვა ვირუსის მართვისა და გავრცელების შეკავებისთვის აუცილებელია.

ცქიტიშვილის განმარტებით, შეზღუდვების დაწესება არაპოპულარული ნაბიჯია, თუმცა მათი შემსუბუქება და ეკონომიკის ფუნქციონირება მოქალაქეების ჯანმრთელობისა და მით უმეტეს სიცოცხლის ხარჯზე ვერ მოხდება.

“ჩვენს მოსახლეობას ძალიან აინტერესებს შეზღუდვების შემსუბუქების დაჩქარება და კარგად გვესმის ყველას, რომ ყველა ტიპის შეზღუდვას დიდი გავლენა აქვს მოქალაქეების როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ასევე, რა თქმა უნდა, ზოგადად ფსიქოლოგიურ ფონზე, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ყველა დაწესებული შეზღუდვა აუცილებელია ვირუსის მართვისა და მისი გავრცელების შეკავებისთვის.

შეზღუდვების დაწესება არაპოპულარული ნაბიჯია, თუმცა მათი შემსუბუქება და ეკონომიკის ფუნქციონირება ვერ მოხდება მოქალაქეების ჯანმრთელობისა და მით უმეტეს სიცოცხლის ხარჯზე.

მაშინაც კი როდესაც ამ შეზღუდვების შემოღებაზე ვმსჯელობდით, ვამბობდით, რომ შემსუბუქება დაიწყება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიხედვით. დღეს როდესაც უკვე 2 თვე გავიდა შეზღუდვების დაწესების დღიდან, ჩვენ გვაქვს დღეში უკვე 10 -ჯერ უფრო ნაკლები შემთხვევა და დადებითობის მაჩვენებელი 7 დღის განმავლობაში უკვე 4%-ზე ნაკლებია. ეს არის ძალიან კარგი შედეგი თუმცა არ ნიშნავს ეპიდემიის დასრულებას და რა თქმა უნდა, ყველა შეზღუდვის შემსუბუქებას თავისთავად ახლავს ეპიდემიის გავრცელების რისკიც“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს