შალვა პაპუაშვილი წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გასაჯაროებაზე - მთავარია, არ გვქონდეს ასეთი ხასიათის პოლიტიკური დისკუსიის საჭიროება

„ქართული ოცნების“ წევრის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროება კანონდარღვევა არაა, თუმცა მსგავსი ხასიათის პოლიტიკური დისკუსიის საჭიროება არ უნდა გვქონდეს.

როგორც პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განმარტა, დებატის ყველას თავისი სტილი აქვს, თუმცა წულუკიანის მხრიდან კონკრეტულად ეს სვლა, განსაზღვრული იმისთვის არ იყო, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მფლობელისთვის ვინმეს დაერეკა.

„ეს კანონდარღვევა, რა თქმა უნდა, არაა, რადგან ეს ტელეფონის ნომერი საჯარო წყაროში მოიპოვება. ეს ტელეფონის ნომერი ინტერნეტში დევს, აქედან გამომდინარე საჯარო წყარო არის. როდესაც რაღაც ტიპის ინფორმაცია, საჯარო წყაროებში და "გუგლში" მოიპოვება დაფარული ინფორმაცია აღარ არის. ჩემი ანალიზი ეს იქნება, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მაგრამ კონტექსტს უნდა შევხედოთ. ზოგადად, პოლარიზებაა პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას შორის. მთავარი ასეთი ცალკეული შემთხვევები და ინციდენტები კი არაა, მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ გვქონდეს ასეთი ხასიათის პოლიტიკური დისკუსიის საჭიროება. აქვე შევახსენებ, თუ ტელეფონის გასაჯაროებაზეა ლაპარაკი, ერთ-ერთ მიტინგზე, მაგალითად, გიორგი გახარიას ტელეფონის ნომერი გასაჯაროვდა. შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძის ნომერი გაასაჯაროვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე. საერთო ჯამში ჩანდა, ჩანაფიქრი რა იყო, რიტორიკული სვლა რაში მდგომარეობდა, ეს არ იყო განსაზღვრული იმისთვის, რომ ვინმეს უნდა დაერეკა ერთ-ერთი ტელევიზიის მფლობელისთვის. ყველას თავისი სტილი აქვს დებატის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო