ლევან იოსელიანი - „ნაცმოძრაობა“ და “ევროპული საქართველო” ამბობდნენ: "ხელში გვაქვს არჩევნების გაყალბების ყველა მტკიცებულება" - ორი ვარიანტია, ან რეალურად არ აქვთ და აჟიოტაჟი გაყალბებაზე იყო სისულელე, ან შეგნებულად არ მოაქვთ

„ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ამბობდნენ, რომ ჩვენ ხელში გვაქვს არჩევნების გაყალბების ყველა მტკიცებულებაო - ორი ვარიანტია, ან ეს მტკიცებულებები რეალურად არ აქვთ და მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მთელი ეს აჟიოტაჟი გაყალბების შესახებ იყო სისულელე თავიდანვე და იყო გადაჭარბებული, ან ეს მტკიცებულებები აქვთ და შეგნებულად არ მოაქვთ და არ ამტკიცებენ, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების, “ნაციონალურ მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” გარეშე საგამოძიებო კომისია ვერაფერს ვერ დაადგენს.

”პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ საგამოძიებო კომისია მაშინ იქნებოდა შედეგის მომტანი, თუ საგამოძიებო კომისია წარმოდგენილი იქნებოდა ოპოზიციით. თუ საგამოძიებო კომისიაში არ იქნება წარმოდგენილი ოპოზიცია, ეს იქნება ფიქცია და ვერავინ შეასრულებს იმ ამოცანას, რომელიც უნდა შეასრულოს, ანუ გამოავლინოს გაყალბება. ჩვენ ვართ პარლამენტში ორი პარტია, რომელსაც არცერთს არ გვყავდა დამკვირვებლები არჩევნებზე. ჩვენ გვყავდა 50-მდე დამკვირვებელი საბურთალოზე მაშინ, როდესაც სხვა პარტიებს “ევროპულ საქართველოს”, “ნაციონალურ მოძრაობას” და “პატრიოტთა ალიანსს” მთლიანობაში, ჯამში ჰყავდათ 10 000-მდე დამკვირვებელი და კომისიის წევრი. ამ კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს ოქმებს, რომელიც შემდეგ გახდა სადავო, მაგრამ ამ კომისიის წევრებს არ დაუწერიათ საჩივრები ადგილზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივედით იქამდე, რომ ამ პარტიებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები იმიტომ, რომ მათი კომისიის წევრები არიან. მტკიცებულებები ჩვენ გვაქვს საბურთალოზე, რაღაც ნაწილი და საბურთალოს ჩვენ ვერ განვაზოგადებთ მთელ საქართველოზე. ჩვენ დავინახეთ საბურთალოზე რა სიტუაცია იყო, ჩვენ დავინახეთ “ისფედის” მონაცემები, სანამ ის გადასწორდებოდა და შეცვლიდნენ თავის პირვანდელ ჩვენებას და ჩვენ დავინახეთ “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ ხელში გვაქვს ყველა მტკიცებულება აბსოლუტურად იმიტომ, რომ ჩვენ გვყავდა დამკვირვებლები, კომისიის წევრები, ჩვენ გვაქვს ყველანაირი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა. მას მერე ჩვენ ვამბობთ, რომ ელჩების თანდასწრებით ვითხოვთ, რომ წარმოადგინონ მათ ეს მტკიცებულებები, მათ სასამართლოში, ხომ შეიტანეს რაღაც დოკუმენტები - აი, რაც სასამართლომ არ განიხილა და მტკიცებულებებად დაურთეს და რასაც თვლიან, რომ ადასტურებს გაყალბებას, ეს დოკუმენტაცია მოიტანონ საგამოძიებო კომისიაში, დავსხდეთ ერთად და მე და ალეკო, პირობას ვდებთ, რომ მათზე უფრო მოწადინებულები ვიქნებით. რომ არ შემოვლენ და რომ ვხედავთ, რომ არ შემოდიან ამიტომ მათ გარეშე ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ მათ გარეშე ეს ყველაფერი დავადასტუროთ. ჩემი ამოცანა ის კი არ არის, მათი “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” ნიღბის ახდა, ეს არ მაინტერესებს, ეს არ არის ჩემი ამოცანა - ჩემი ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის, რომ არჩევნები თუ გაყალბდა და ვამბობთ, რომ გაყალბდა ეს დავამტკიცოთ და როდესაც კობახიძემ შემოგვითვალა წინადადება, რომ დამიმტკიცეთ, რომ 1%-იანი გაყალბებას ჰქონდა ადგილიო - იმ დღის მერე ვამბობ, რომ ეს არის ძალიან კარგი წინადადება და მოდით დავამტკიცოთ, წარმოვადგინოთ ეს მტკიცებულებები, მაგრამ დღემდე ასეთი რაღაც წარმოდგენილი არ არის. აქ არის ორი ვარიანტი ან ეს მტკიცებულებები რეალურად არ აქვთ და მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მთელი ეს აჟიოტაჟი გაყალბების შესახებ იყო სისულელე თავიდანვე და იყო გადაჭარბებული, ან ეს მტკიცებულებები აქვთ და შეგნებულად არ მოაქვთ და არ ამტკიცებენ.

ჩვენ მზად ვართ შევიდეთ საგამოძიებო კომისიაში, ოღონდ უნდა შემოვიდეს ის ხალხი, ვინც ამ პროცესს მართავდა ვის ხელშიც არის ყველაფერი, ჩვენ ვერ ვიქნებით ვიღაცის იმედად, მითუმეტეს იმ პარტიების, რომლებიც არ არიან დაინტერესებული, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგეს. მე მგონია, რომ საგამოძიებო კომისია საბოლოო ჯამში, თუ ოპოზიცია იმ მოცემულობით, რასაც მე ვამბობ არ იქნება წარმოდგენილი, ვერაფერს ვერ დაადგენს”, - განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა