გია ვოლსკი „მოქალაქეებზე“ - საგამოძიებო კომისიაში შესვლა არ უნდათ, რადგან გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, პარლამენტში შესვლით თავისი ქვეყნის წინაშე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ვოლსკიმ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„ერთი 100 წლის მერე მკვლევრები დასხდებიან, შეაფასებენ, ვინ იყო მართალი თავისი ქვეყნისა და თაობის წინაშე. მე ვფიქრობ, ალეკო მართალია! ამ შემთხვევაში, რომ პარლამენტში შემოვიდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან ვოლსკი გამოეხმაურა „მოქალაქეების“ პოზიციას საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათ არ სურთ კომისიაში შესვლა, რადგან სუსტია პოზიცია, რომ არჩევნები გაყალბდა.

„იმიტომ არ უნდათ კომისიაში შესვლა, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავის თავზე. ეს კომისია არ არის ჩვეულებრივი კომისია, უმრავლესობის მიერ შექმნილი. თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, დაალაგოს, ჩამოაყალიბოს ძიების პრაქტიკა“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დარეგისტრირდება.

"მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ საგამოძიებო კომისიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ მასში მონაწილეობას მიიღებენ: „ “პატრიოტთა ალიანსი", “ნაციონალური მოძრაობა" და ბოკერიას პარტია“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა