შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რითაც ერთ-ერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"გვსურს გამოვეხმაუროთ "მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტს, სადაც ითქვა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი გვერდის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა. "მთავარი არხის" ჟურნალისტმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს, ნინო გიორგობიანს ჰკითხა, იყო თუ არა მათ მიერ ოპოზიციური პარტიის მადისკრედიტირებელი გვერდების ავტორად დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ნინო გიორგობიანმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ გადაამოწმებდა აღნიშნულ ინფორმაციას და დაზუსტებულ პასუხს მიაწვდიდა. მოგვიანებით, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი დაუკავშირდა მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერს და განუმარტა, რომ მათ მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის. ამის მიუხედავად, სიუჟეტში მაინც ამტკიცებდნენ, რომ მადისკრედიტირებელი გვერდის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია. ასევე ითქვა, რომ , ციტატა მათივე სიუჟეტიდან „უწყების მაღალჩინოსნებისგან ვერაფერი გაიგეს“. სიუჟეტში არ გაჟღერებულა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მათ მიერ დასახელებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა