თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

თეა ახვლედიანმა 60-მდე საერთაშორისო პარტნიორს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგების თვალსაზრისით. დისტანციურ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას დაეთმო. აქცენტი გაკეთდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, უკანონო დაკავებებზე, ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებსა და შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა.

საერთაშორისო პარტნიორებთან განხილულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულებით მიმდინარე წლის გეგმები, ამოცანები და შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული ხედვები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

„მთავრობის ანგარიშის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დეკემბერში წარმოდგენილი წლიური ანგარიშის შემდეგ, დღეს ჩვენი საქმიანობის შედეგად მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების თაობაზე ინფორმაცია წარვუდგინეთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. უცხოელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული ხელშესახები პროგრესის თაობაზე. ეს შეხვედრა იმ თვალსაზრისითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გარკვეული მიმართულებებით მიღწეული შედეგები განპირობებულ იქნა სწორედ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის გზით.

ამ შეხვედრაზე ჩვენ სამომავლო გეგმებზეც ვიმსჯელეთ, დავსახეთ მიმდინარე წლის ამოცანები და თანამშრომლობის კონკრეტული გზები. ბუნებრივია, შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო დღესდღეობით არსებული სირთულეებისა და გამოწვევების განხილვას და მათზე მსჯელობას, განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის, ისევე როგორც ჩვენი რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების გათვალისწინებით. ამ თვალსაზრისით, დიდი დატვირთვა ჰქონდა ამ შეხვედრას, სადაც ხაზი გაესვა კიდევ ერთხელ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერისა და შემდგომი ძალისხმევის კონსოლიდაციის მნიშვნელობას. შეხვედრისას საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისადმი მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს