„ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ელდარ გოგოლაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ის საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით, ერთ საათში მივა.

ელდარ გოგოლაძე 90-იან წლებში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლის ფრედი ვუდროფის მკვლელობის საქმეზეა დაბარებული. როგორც ის აცხადებს, აღნიშნული გამოკითხვის მიზანი მისი დისკრედიტაცია, დაშინებაა.

გოგოლაძის თქმითვე, ბიძინა ივანიშვილს მასზე კარგად საქართველოში არავინ იცნობს და იცის, რომ ეს მისი სტილია.

„ვიცოდი, რომ დამიძახებდნენ, გამოძიება დამთავრებულია, უზენაესმა სასამართლომ გაასამართლა დამნაშავე პირი, პარალელური გამოძიება ჩატარებული აქვს გამოძიების ფედერალურ ბიუროს, მთელი ექსპერტიზები ამერიკელების გაკეთებულია“, - აცხადებს „მთავარ არხთან“ გოგოლაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა