მაკა ბოჭორიშვილმა და კარლ ჰარცელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი პარლამენტში ევროინტეგრაცის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საუბარი შეეხო ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობას. ბოჭორიშვილის თქმით, კარლ ჰარცელმა გამოხატა სრული მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს გეგმებთან დაკავშირებით.

"დღეს კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მქონდა პირველი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე. ვიცით, რომ საქართველოს ახლო მომავალში აქვს ძალიან ამბიციური გეგმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, შესაბამისად, ევროკავშირთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენც საპარლამენტო დონეზე. რა თქმა უნდა, მთავრობა თავის მხრივ აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ პირველ რიგში ვისაუბრეთ ასოცირების იმპლემენტაციაზე, თუ როგორ მიმდინარეობს იგი, ამ პროცესში ევროკავშირის დახმარებაზე. მისი მხრიდან გამოითქვა სრული მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაგეგმილ გეგმებთან დაკავშირებით და დავსახეთ სამომავლო გეგმები, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ საპარლამენტო თანამშრომლობა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოპოზიციასთან მოლაპარაკების საკითხსაც. "შევეხეთ მოკლედ ამ საკითხსაც და ჩვენ ნამდვილად მადლობელი ვართ იმისათვის, რასაც ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აკეთებენ,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა