მაკა ბოჭორიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ესაუბრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველო არის ამ საუბრის დღის წესრიგში

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ესაუბრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველო არის ამ საუბრის დღის წესრიგში, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ- ის სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისათვის, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები საერთაშორისო დღის წესრიგში იდგეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რუსეთთან კომუნიკაციაში აყენებენ საქართველოს საკითხს, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მოგვარება უნდა იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღალ დონეზე და ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ესაუბრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველო არის ამ საუბრის დღის წესრიგში. ჩვენ ნამდვილად ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევები იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში,"- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც აშშ- ის სახელმწიფო დეპრტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, სხვა თემებთან ერთად საუბარი საქართველოში და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასაც შეეხო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო