მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებაზე - არ მგონია, ეს ნაბიჯი დაკავშირებული იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის იძულებასთან, რომ შემოვიდეს პარლამენტში

არ მგონია, რომ ყველა სამართლებრივი მეთოდის გამოყენებას უნდა ვუწოდოთ ხელის გადაგრეხვა. არ მგონია, ეს ნაბიჯი დაკავშირებული იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის იძულებასთან, რომ შემოვიდეს პარლამენტში,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ამ მიზნის უზრუნველსაყოფად მხოლოდ დარწმუნების მეთოდს მიმართავს.

ამასთან, კითხვაზე, ნიკა მელიას სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე, მოუწევს თუ პარლამენტს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობა, სარჯველაძე აცხადებს, რომ "სავარაუდოდ, დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში და ასეთ შემთხვევაში იქნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით".

"თუ სამართლებრივი რეაგირება ხორციელდება, მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა შეფასდეს ასეთი სამართლებრივი რეაგირების სისწორე. რაც შეეხება მის დროულობას, ეს შეიძლება მეორეხარისხოვანი იყოს და კონკრეტულ შემთხვევაში, მე არ მგონია, რაიმე პრობლემები იყოს ამ თვალსაზრისით. რაც შეეხება განცხადებებს პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ესეც სრულებით მოკლებულია საფუძველს, რადგან ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ ის, რაც მოხდა და რაზეც არის ამ წუთას სამართლებრივი რეაგირება. მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსს ჰქონდეს იმის უფლება როცა ის დემონსტრაციულად არაფრად აგდებს სამართალს და სამართლებრივ წესრიგს. ეს არის დაუშვებელი.

როგორი ტერმინებითაც არ უნდა შევეცადოთ დავახასიათოთ სამართლებრივი ნაბიჯები, მისი შინაარსი მაინც უცვლელია, ეს არის რეაგირება სამართალდარღვევაზე.

ხელის გადაგრეხვის მეთოდს რაც შეეხება, მე არ მგონია, რომ ყველა სამართლებრივი მეთოდის გამოყენებას და სამართლებრივ გზას უნდა ვუწოდოთ ხელის გადაგრეხვა. რაც შეეხება კონკრეტულ მდგომარეობას, არ მგონია, ეს ნაბიჯი დაკავშირებული იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის იძულებასთან, რომ შემოვიდეს პარლამენტში, ეს მათი ნებაა და ამის ერთადერთ ინსტრუმენტად ხელისუფლება იყენებს დარწმუნების მეთოდს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და გარკვეულწილად პოლიტკოსს მეტი პასუხისმგებლობაც აქვს ამ კუთხით.

"რასაკვირველია, არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება საკუთარ თავს მისცეს უფლება, რომ უფრო მაღლა დააყენოს საკუთარი თავი, ვიდრე სამართალი, არც ერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება იმაზე მეტი უფლება მისცეს საკუთარ თავს, ვიდრე სხვა მოქალაქეებს აქვთ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ სწორო, დაბალანსებული სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს ნებისმიერ სამართალდარღვევას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ნებისმიერ მოქალაქეს ეხება ეს და განსაკუთრებით შეიძლება მომეტებულადაც მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეს ნებისმიერ პოლიტიკურ მოღვაწეს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა