ალეკო ელისაშვილი - კი, იყო აზრი, ხომ არ ვიქნებოდი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე

კი, იყო აზრი, ხომ არ ვიქნებოდი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიაში საერთოდ არ შევა, თუკი "პატრიოტთა ალიანსის", "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე უარს იტყვიან. ელისაშვილი განმარტავს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა სწორედ ამ სამ პარტიას აქვს.

"საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს და დაადასტუროს, იყო თუ არა გაყალბება 31 ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით, მაგრამ პარტია “მოქალაქეებს", რომელიც არჩევნებამდე თვენახევრით ადრე დარეგისტრირდა, თითზე ჩამოსათვლელი მოხალისე დამკვირვებლები ჰყავდა. არ გვყოლია არც ერთი წევრი საარჩევნო კომისიაში, რადგან ახალრეგისტრირებული პარტია საარჩევნო სუბიექტი არ იყო. სამი პარტია: “პატრიოტთა ალიანსი”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” არის კვალიფიციური სუბიექტი. შესაბამისად, მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საარჩევნო უბანზე ბიუჯეტიდან დაფინანსებული არათუ დამკვირვებლები, არამედ კომისიის წევრები ჰყავდათ. შემაჯამებელ ოქმებზე “ქართული ოცნების” გარდა, ეს სამი პარტიაც აწერდა ხელს. თუ ჩვენ გვინდა საქართველოს მასშტაბით გამოვიძიოთ, ჰქონდა თუ არა გაყალბებას ადგილი, მთელი საქართველოს სურათი უნდა ვაჩვენოთ. პარტია "მოქალაქეებს" თბილისის მიღმა აქა-იქ ჰყავდა რამდენიმე დამკვირვებელი და როგორ უნდა ვთქვა, რომ მაგალითად, ლაგოდეხის ამა და ამ საარჩევნო უბანზე გაყალბდა არჩევნები, როცა იქ დამკვირვებელიც არ მყოლია. აღნიშნულ სამ ოპოზიციურ პარტიას კი ყველგან ჰყავდა. ასე რომ, კეთილი ინებონ, გაამწკრივონ მათი კომისიის 4 ათას - 4 ათასი წევრი და ჩაერთონ კომისიის საქმიანობაში. შემდეგ ჩვენც ჩავერთვებით და კი ბატონო, ამ შემთხვევაში თანახმა ვიქნები, ვიყო კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის რიგითი წევრი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო