იაგო ხვიჩიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძის განცხადებას არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს, მხარს უჭერს, თუმცა „სკეპტიკურად უყურებს“

„გირჩი - ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მხარს უჭერს, მაგრამ სკეპტიკურად უყურებს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ რეალისტური გამოსავალია 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით.

როგორც იაგი ხვიჩიამ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, „გირჩი-ახალი პოლიტიკური ცენტრის“ ინტერესს მოლაპარაკების მაგიდასთან უფრო მესამე საკითხი წარმოადგენს - პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, ვიდრე მეოთხე საკითხი - პლებისციტი, თუ ვადამდელი არჩევნები. ხვიჩია აღნიშნავს, რომ ზოგადად წინააღმდეგი არ არიან და „ლელოს“ ამ ინიციატივაში მხარს უჭერენ, თუ ის გამოვა,“მაგრამ ეს ბევრ პირობასთანააა დაკავშირებული“.

„მე, რომ გითხრათ, ან წინააღმდეგი ვარ ან მიხარია-მეთქი, ასე არ არის. მე მინდა, გამოუვიდეს ბატონ ხაზარაძეს, უბრალოდ, შესაძლოა ცოტა უფრო სკეპტიკური ვარ ამ საკითხის მიმართ. ჩემთვის პრიორიტეტული მესამე საკითხია, მაგრამ ნებისმიერი იდეა, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან და ამ პოლიტიკურ კრიზისს განვმუხტავთ, ჩემთვის მისაღებია“, - განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება პარლამენტში საგამოძიებო კომსიის შექმნას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლისთვის უნდა შეიქმნას, იაგო ხვიაჩია მიიჩნევს, თუ ამ კომისიაში არ იქნებაინ მთავარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ეს ფაქტი კომისიის არსებობას ხარვეზებს გაუჩენს.

„ამ საგამოძიებო კომისიის ნაწილში მესმის ალეკო ელისაშვილის, რომ თუ იქ არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ხალხი, რომლებსაც ყველაზე მეტად შეუძლია, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს, ეს თავისთავად ცხადია, ამ კომისიას ხარვეზებს გაუჩენს. თუ მასში „ნაციონალურიმოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ , მაშინ, ჩემი აზრით, ამ კომისიის მუშაობას დიდი აზრი არ აქვს. პირდაპირ უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ“, რომ არ მიიღეს მონაწილეობა და ე.ი. არ გაგვიყალბებიაო. თუ არავინ ენდობა ამ კომისიას და მასში თუ არავინ მონაწილეობს, ასეთ შემთხვევაში კომისიის არსებობას დიდი აზრი არ აქვს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველაზე რეალისტური გამოსავალია ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე - ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკო-ს ახალი შემადგენლობით. როგორც ხაზარაძე აცხადებს, "ლელო" და დანარჩენი ოპოზიცია, რომელსაც გაუყალბეს და მოპარეს არჩევნები, არ აპირებს ამასთან შეგუებას და პარლამენტში შესვლას.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა