მიხეილ სარჯველაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - უცნაური არგუმენტია შერიგების ფორმასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება

უცნაური არგუმენტია შერიგების ამ ფორმასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოთქმული მოსაზრებები, ასევე უცნაურად მიიჩნევს დაანონსებულ საპროტესტო აქციებს.

სარჯველაძე ამბობს, რომ ოპოზიცია რეალურად არგუმენტირებულ მსჯელობას გაურბის და სურს დასაბუთების გარეშე განაგრძოს განცხადებების კეთება არჩევნების გაყალბების თაობაზე.

„უცნაური არგუმენტია შერიგების ამ ფორმასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება. მე არ მესმის ამით არგუმენტირება რიგგარეშე და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა, ჩემთვის ეს გაუგებარია.

რაც შეეხება პროტესტს, ესეც უცნაურად მეჩვენება, რადგან ყველა შესაძლებლობა ეძლევა ოპოზიციას იმისთვის, რომ თუ მათთვის საინტერესოა, არჩევნების მართლზომიერებასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის ნიშანი მოუხსნას ან დადასტურდეს ან უარყოფილი იქნას. ნებისმიერ ასეთ შესაძლებლობას ისინი გაურბიან, არ შემოდიან პარლამენტში და შესაბამისად, ყველა მცდელობას ვხედავთ იმისა, რომ ასეთი პროცედურა არ შედგეს. მათ ურჩევნიათ, რომ კვლავ ამ რეჟიმში გაგრძელდეს ვითარება, როცა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აცხადებენ პოლიტიკოსები, რომ გაყალბდა არჩევნები და გაურბიან ყოველგვარ დისკუსიას არჩევნების რეალურად მართლზომიერად ჩატარების ფაქტის დადგენაზე,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, მამუკა ხაზარააზის განცხადებით, ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებსა და მთავარ ღირებულებებზე და უნდა შედგეს დიდი ეროვნული შერიგება. მისივე თქმით, ყველაზე რეალისტური გამოსავალია ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე - ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკო-ს ახალი შემადგენლობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა