ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელიას თავს რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური საქმე და პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობა

ნიკა მელიას თავს რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური საქმე და მცდელობა პოლიტიკური ანგარიშსწორების, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებას პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს.

„მელიასთან დაკავშირებული ბრალი თავიდანვე იყო აბსურდული, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. კი, პარლამენტის შენობასთან არ იყო სასიამოვნო ის ინციდენტები, რაც სპეცრაზმელებთან ხდებოდა, ძალიან არასასიამოვნო იყო, მაგრამ არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას, მითუმეტეს, ნიკა მელიას მეთაურობით, ადგილი არ ჰქონია, ეს არის ფაქტი და მაშინაც და როგორც ჩანს, ახლაც პროკურატურა პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს ამ ყველაფერს და მე არ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს პოლიტიკური ნიშნით დაატარებენ პროკურატურაში. რა თქმა უნდა, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, თუ დააშავებ და არც პოლიტიკოსობა და პარტიის თავმჯდომარეობა არ უნდა იყოს არაფრის გარანტი. კანონის უზენაესობა არის ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა, რომ ყველა დიდიან პატარიანად ვიყოთ თანასწორი კანონის წინაშე, მაგრამ ნიკა მელიას თავს რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური საქმე და მცდელობა პოლიტიკური ანგარიშსწორების,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა