ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარება პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარება პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა და სხვა არაფერი.

"მსგავსი აბსურდული განცხადება ამ პროკურატურისგანაც კი მოულოდნელი იყო. ეს დაბარება დაკავშირებულია რამდენიმე მიზეზთან: 1. პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური ლიდერების მიმართ დევნა გრძელდება. იმ ადამიანების, ვინც ივანიშვილისთვის წინაღობას წარმოადგენს. 2. ეს უკავშირდება პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოყენებას და ხელების გადაგრეხვას, რომ ოპოზიცია დააშინონ და შეიყვანონ პარლამენტში. თუმცა, როგორც არ უნდა გამოიყენონ პროკურატურა, იქნება ეს პოლიტიკური დევნისთვის თუ სხვა ინტერესებისთვის, ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლა შეუქცევადია", - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებულ საკითხზე გაფრთხილების მიზნით ნიკა მელია საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს